06 ივლ

რა არის SEO ?

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO – Search Engine Optimization) — საიტის ან გვერდის ხილვადობის გაზრდის პროცესი საძიებო სისტემაზე, „ბუნებრივი„ ანუ რაიმე მატერიალური ხარჯის გაწევის გარეშე მიღებული შედეგი. ზოგადად, მოწინავე (ან უფრო მაღალი რეიტინგის მქონე გვერდი საძიებო სისტემაში) და უფრო ხშირად – ხილვადი საიტი დაფიქსირებული ძიების შედეგის სიაში, უფრო ბევრ ვიზიტორს მიიღებს საძიებო სისტემის მომხმარებლებისგან.

რა არის საძებო სისტემა და რა კავშირი აქვს SEO თან ? საძიებო სისტემა (Search Engine) არის სპეციალიზებული პროგრამული (software) სისტემა, რომელიც Spider-ებისა და Robot-ების მეშვეობით ეძებს ვებგვერდებს ინტერნეტში ინახავს მათ შესახებ ინფორმაციას თავის მონაცემთა ბაზაში და ალაგებს საძიებო სიტყვებთან შესაბამისობის მიხედვით. ინტერნეტის მომხმარებელთა უმრავლესობა ვებგვერდზე სწორედ საძიებო სისტემებიდან გადადის . სწორედ ამას ემსახურება SEO (Search Engine Optimization _ ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის).

SEO – შეიძლება მიზნად ისახავდეს სხვადასხვა სახის ძიებას, მოიცავს რა სურათის, ლოკალურ, ვიდეო, აკადემიურ, სიახლეების, ინდუსტრიულ – სპეციფიკურ ვერტიკალურ საძიებო სისტემებს .

SEO ოპტიმიზაცია იყოფა ორ ნაწილად – on-page ოპტიმიზაცია რომელიც მიზნად ისახავს საიტზე კონტენტის ოპტიმიზაციას იმ დონემდე რომ საძიებო სისტემებმა პრიორიტეტად მიიჩნიონ ჩვენი კონტენტი . ამისთვის კონტენტი უნდა იყოს უნიკალური და სხვებისგან განსხვავებული. გამოყენებული ქივორდები კი ყველაზე პოპულარული ანუ ძებნადი . და off-page ოპტიმიზაციას რომელიც გულისხმობს ბექლინკების დაგროვებას ან ყიდვას უარეს შემთხვევაში .

webstudia.ge გთავაზობთ ვებგვერდის დამზადებასთან ერთად . როგორც სეო ოპტიმიზაციას ასევე სეო აუდიტს . ჩენს მიერ დამზადებული ვებ საიტი იქნება 100 % ინტეგრირებული საძიებო სისტემებთან !